2008 წლის 14 დეკემბერს თსუ საგამოფენო დარბაზში მოეწყო შალვა ნუცუბიძის - 120 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა „შალვა ნუცუბიძე - 120“. შალვა ნუცუბიძე (1888-1969) - ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, იყო თსუ-ს პრორექტორი, უნივერსიტეტის ფუნდამენტალური ბიბლიოთეკის დირექტორი, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მეცნიერის მემორიალური ნივთები, ხელნაწერები და ფოტო მასალები, რომლებიც ასახავენ მისი ცხოვრებისა და მრავალმხრივი მოღვაწეობის ცალკეულ პერიოდებს. შალვა ნუცუბიძე იყო სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრი და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე, შალვა ნუცუბიძემ ქართულიდან რუსულად თარგმნა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ეხილა ამ თარგმანის სასიგნალო ეგზემპლარი, რომელიც იოსებ სტალინის შენიშვნებითა და კომენტარებით არის. ეს ერთადერთი ეგზემპლარი ინახება ქალაქ გორში სტალინის მუზეუმში.
- About Museum
- არქეოლოგიის მუზეუმი
- History of the Tbilisi State University Museum
- გეოგრაფიის მუზეუმი
- დროებითი ექსპოზიციები
- ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმი
- ზოოლოგიის მუზეუმი
- ექსპონატები
- Contact Us
- თსუ ისტორიის მუზეუმი
- პალეონტოლოგიის მონოგრაფიული მუზეუმი
- სახვითი ხელოვნების დარბაზი
- დროებითი გამოფენების დარბაზი
- ვიდეო სიუჟეტები
Date:
14/12/2008