Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია- შესაძლებლობები და ბარიერები ონკოლოგიურ დაავადებათა თერაპიაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „შესაძლებლობები და ბარიერები ონკოლოგიურ დაავადებათა თერაპიაში; სიმსივნე და გული“. ღონისძიება საქართველოს კარდიო-ონკოლოგიის საზოგადოების, თსუ-ის და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

 

კონფერენცია გახსნა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ. დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: თსუ პროფესორმა, საქართველოს კარდიო-ონკოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტმა ნინო შარაშიძემ; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ; საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა, პროფესორმა რუსუდან აგლაძემ; თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა მაია ბიწკინაშვილმა; საქართველოს კარდიო-ონკოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ქაჯაიამ.

 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები - კარდიოლოგები, ონკოლოგები, ჰემატოლოგები, ქირურგები და რადიოლოგები. უცხოელ სპიკერთა შორის იყვნენ სტამბოლის „ლივ ჰოსპიტლის“ ცნობილი ექიმები.

 

ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგნენ ახალგაზრდა კარდიოლოგები და დოქტორანტები, რომლებმაც წარმოადგინეს საკუთარი კვლევის შედეგები. აღსანიშნავია, რომ თსუ მედიცინის ფაკულტეტზე წარმატებით ხორციელდება სადოქტორო პროგრამა კარდიო-ონკოლოგიის მიმართულებით.