27 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული პროფესორ გიორგი წერეთლის დაბადებიდან 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ეკონომიკის ინოვაციური განვითარება: მსოფლიო გამოცდილება და პერსპექტივები“.
კონფერენციის პლენარული სხდომა გახსნა ინსტიტუტის დირექტორმა, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რამაზ აბესაძემ. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი პროფესორი გიორგი ღვედაშვილი და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. რომლებმაც დადებითად შეაფასეს ინსტიტუტის აქტივობები.
კონფერენციას მიესალმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ჯაიანი. პროფესორმა რამაზ აბესაძემ წარმატებები უსურვა მას და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მედალი გადასცა.
პროფესორ გიორგი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, აკადემიურმა დოქტორმა, თეა ლაზარაშვილმა. პროფესორ გიორგი წერეთლის შესახებ მოგონებებით გამოვიდა უნივერსიტეტის პროფესორი, კათედრის ხელმძღვანელი, ელგუჯა მექვაბიშვილი.
კონფერენციაზე სამეცნიერო მოხსენებით გამოვიდნენ: აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და პროფესორი თემურ შენგელია. შემდეგ გაიმართა სექციური მუშაობა. სექციების მუშაობის შესახებ ისაუბრეს სექციის ხელმძღვანელებმა, ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერმა თანამშრომლებმა, პროფესორებმა: ვახტანგ ბურდულმა, გიორგი ბერულავამ, მურმან კვარაცხელიამ; ეკონომიკის დოქტორებმა: მამუკა ხუსკივაძემ, თეა ლაზარაშვილმა, ქეთევან ქველაძემ. კონფერენციის მუშაობა შეაჯამა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, პროფესორმა რამაზ აბესაძემ.