ახალგაზრდებში აფხაზეთის საკითხისადმი ინტერესის და ზოგადად თემის პოპულარიზაციის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ხორციელდება ,,დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები" (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №12 25.02.2016).
2020 წლის 25 ივნისის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის N146/ძ ბრძანებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტების სამინისტროში წარდგენის ვადად განისაზღვრა 2020 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდი.