ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება გამოჩენილი გერმანელი მეცნიერის, ზოგადი და შედარებითი ენათმეცნიერების ცნობილი მკვლევრის, ქართველოლოგის, ოლდენბურგის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ვინფრიდ ბოედერის გარდაცვალებას.
საქართველომ, ქართველოლოგიამ დაკარგა დიდიდ მეცნიერი, მეგობარი და გულშემატკივარი. ბატონი ვინფრიდის ცხოვრება და მოღვაწეობა თვალსაჩინო ნიმუშია მეცნიერული თავდადებისა და ადამიანური კეთილშობილებისა. ბატონ ვინფრიდს დიდი წვლილი მიუძღვის ქართველოლოგიის განვითარებასა და საზღვარგარეთ მისი პოპულარიზაციის საქმეში.