ხელშეკრულების თანახმად მხარეები მოამზადებენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთობლივ პროექტებს, ხელს შეუწყობენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. თსუ და ეროვნული არქივი ერთობლივად გამოსცემენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ოთხენოვან (ქართულ-ფრანგულ-გერმანულ-ინგლისური) მემორიალურ ალბომს.
მემორანდუმის მიზანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ქართველ და უცხოელ სტუდენტთა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება ახალი გამოცემების მომზადებითა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული საკითხების პოპულარიზაციის საშუალებით.