Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    კონკურსი თსუ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად მინიოს უნივერსიტეტში

    ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად მინიოს უნივერსიტეტში (პორტუგალია).

    სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

    დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
    შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მინიოს უნივერსიტეტი)

    განაცხადების მიღება იწარმოებს ა/წ 31 ოქტომბრამდე ვებგვერდის საშუალებით.
    სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
    პასპორტის ასლი
    ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
    CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
    ინგლისური ან პორტუგალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
    მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან პორტუგალიურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
    ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
    სამუშაო გეგმის მონახაზი (ინგლისურ ენაზე, ნიმუშები იხილეთ შემდეგ ბმულზე)
    დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან

    სტიპენდიის ხანგრძლივობა:
    5 სამუშაო დღე (2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

    სტიპენდია მოიცავს:
    160 ევრო დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 820 ევრო).

    დამატებითი ინფორმაცია:
    -შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები;
    -დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
    -დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცედურების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე.