Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შექმენი მონაცემთა ვიზუალიზაცია, მიიღე სერტიფიკატი და მოიგე ფულადი პრიზები

კონკურსის პრინციპი მარტივია  -  თქვენი დავალებაა, პორტალის askgov.ge მონაცემებზე დაყრდნობით, მონაცემთა ვიზუალიზაცია შექმნათ.
მონაცემთა ვიზუალიზაცია მოიაზრებს:
- ინტერაქტიულ ვიზუალიზაციას (ინტერაქციული დეშბორდი, რუკა, ა.შ)
- სტატიკურ ვიზუალიზაციას ინფოგრაფიკას;
- ანიმაციურ გიფს;
- სხვას.

ვიზუალიზაციის შექმნისას, შეზღუდული არ ხარ სასურველი ხელსაწყოს გამოყენებაში (მაგ: Adobe Illustrator, Tableau, Piktochart, Canva), თუმცა, ნაშრომის საბოლოო ფორმატის საჯაროდ გაზიარება უნდა იყოს შესაძლებელი.

მონაწილეობა შეგიძლიათ მიიღოთ ინდივიდუალურად ან მეწყვილესთან ერთად.

askgov.ge-ზე მონაცემების ნაწილი უკვე განთავსებულია, ნაწილიც პერიოდულად დაემატება. თქვენ შეგიძლიათ, გაეცნოთ მონაცემებს და საინტერესო თემის აღმოჩენის შემთხვევაში, უკვე არსებული მონაცემები გამოიყენოთ. გარდა ჩვენ მიერ განთავსებული მონაცემებისა, თქვენ საშუალება გაქვთ, თქვენვე გამოითხოვოთ მონაცემები ამავე პორტალიდან და დაელოდოთ პასუხს.


❑ საპრიზო ფონდი რა არის?
საწყისი საპრიზო ფონდი 3500 ლარს შეადგენს. რამდენი გამარჯვებული გამოვლინდება, დამოკიდებულია შემოსული აპლიკაციების საერთო რაოდენობაზე და დასრულებული პროექტების ხარისხზე. ყველა კონკურსანტტს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი.

❑ სწავლების რა შესაძლებლობებს გვთავაზობთ?
გთავაზობთ მენტორობის სესიებს, სადაც საშუალება გექნებათ, თქვენი პროგრესი და კითხები გაუზიაროთ მონაცემთა ვიზუალიზაციის ექსპერტებს და მიიღოთ რჩევები მონაცემთა ანალიზის, ამბის თხრობისა და დიზაინის მიმართულებით. ამას გარდა, ყველა მონაწილე მიიღებს სასწავლო რესურსებს და კონკურსში მონაწილეობის სერტიფიკატს.

დამატებით ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.
სარეგისტრაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა 6 აპრილი.