Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი ერაზმუს+ სტაჟირების პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ჩუკუროვას უნივერსიტეტში (თურქეთი)

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ სტაჟირების პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად  ჩუკუროვას უნივერსიტეტში (თურქეთი)
 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეათე სემესტრის სტუდენტებს.
 
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
 დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
 გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
 საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი).
 
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 19 მარტის, 12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: 
outgoingmobility@tsu.ge
 
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
 პასპორტის ასლი;
 ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
 ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით);
 CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
 მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
 ერთი რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე); 
 2019 წლის 1-2 ოქტომბერს ან 2020 წლის 10 მარტს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა ან/და მოქმედი ენის საერთაშორისო სერთიფიკატები (მინიმუმ B2 დონე);
 შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დაამოწმოთ თქვენი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1.
 
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი).
 
სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
 
დამატებითი ინფორმაცია: 
- შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები;
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.