Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Mermis XI

წინამდებარე კრებულში თავმოყრილია გასულ 2019 წელს სტუდენტთა XI საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებათა შორის შერჩეული მასალები.

 

მოხსენებათა შერჩევის პრინციპი და ფორმატი კვლავ უცვლელია: შემოსული 191 განაცხადიდან კონფერენციაზე წარსადგენად შეირჩა 14 სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში მომზადებული 88 მოხსენება. კონფერენციაზე შემოსული და შერჩეული მასალების მრავალფეროვანი და მრავალმიმართულებრივი პრობლემატიკის კვალობაზე ჩამოყალიბდა 9 სხვადასხვა თემატიკის სამუშაო სექცია. კონფერენციის მუშაობის დროს თითოეულ სექციაზე წარმოდგენილი მოხსენებების შეფასების შედეგად სექციის ხელმძღვანელების მიერ გამოქვეყნებისათვის რეკომენდაცია გაეწია ნაშრომთა ნაწილს.

 

შედგომ ეტაპზე სარედაქციო კოლეგიამ იმუშავა წარმოდგენილ და რეკომენდირებულ მასალებზე, ნაშრომებში წარმოჩენილი კვლევისა და ანალიზის კომპონენტების, ინდივიდუალიზმის, აკადემიური უნარების, მეცნიერული, მორალური პოზიციისა და ხარისხის გათვალისწინებით წარმოდგენილ მასალათა შორის შერჩეულ იქნა მოხსენებები, რომლებიც მომზადდა „მერმისის“ ახალი კრებულისათვის.

 

ამ შერჩევისა და შესრულებული სამუშაოს შედეგები აისახა „მერმისის“ წინამდებარე კრებულში, რომელშიც წარმოდგენილია 28 მოხსენება სხვადასხვა სპეციალობებიდან.

 

ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი და ჩვენი პროექტი – „ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ წინამდებარე კრებულით კვლავ ერთგული რჩება იმ მთავარი სამუშაო იდეისა და პრინციპებისა, რასაც აკადემიურობა, ინტერგრირება და სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ინსტიტუტების მკვლევრებთან და სტუდენტებთან თანაშრომლობა ჰქვია.

 

ამ პრიციპთა და ტრადიციათა კვალობაზე „მერმისის“ წინამდებარე კრებულიც ამ ღირებულებათა წარმომჩენია.

isbn :
Price: 0₾