Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Mermis X

წინამდებარე კრებულში ტრადიციისამებრ თავმოყრილია გასულ 2018 წელს სტუდენტთა X რეგიონთაშორისი კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილ მოხსენებათა შორის შერჩეული მასალები. 178 შემოსული განაცხადიდან კონფერენციაზე წარსადგენად შეირჩა 11 სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში მომზადებული 82 მოხსენება. კონფერენციაზე შემოსული და შერჩეული მასალების მრავალფეროვანი და მრავალმიმართულებრივი პრობლემატიკის კვალობაზე ჩამოყალიბდა 10 სხვადასხვა თემატიკის სამუშაო სექცია. კონფერენციის მუშაობის დროს თითოეულ სექციაზე მოხსენებების წარმოდგენის შედეგად სექციის ხელმძღვანელების მიერ გამოქვეყნებისათვის რეკომენდაცია გაეწია ნაშრომთა ერთ ნაწილს. შემდგომ ეტაპზე სარედაქციო კოლეგიამ იმუშავა კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებებზე, ნაშრომებში წარმოჩენილი კვლევისა და ანალიზის კომპონენტების, ინდივიდუალიზმის, აკადემიური უნარების, მეცნიერული, მორალური პოზიციისა და ხარისხის გათვალისწინებით წარმოდგენილ მასალათა შორის შერჩეულ იქნა მოხსენებები, რომლებიც მომზადდა „მერმისის“ ახალი კრებულისათვის. ამ შერჩევისა და შესრულებული სამუშაოს შედეგები აისახა „მერმისის“ წინამდებარე კრებულში, შეირჩა რა 31 მოხსენება სხვადასხვა სპეციალობებიდან. კრებულის სპეციფიკისა და ჩვენი სამუშაო ფორმატის გათვალისწინებით, ამჯერადაც „მერმისის” ახალი ნომერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება წარდგენილი. ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი და ჩვენი პროექტი – „ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ წინამდებარე კრებულით კვლავ ერთგული რჩება იმ მთავარი სამუშაო იდეისა და პრინციპებისა, რასაც აკადემიურობა, ინტერგრირება და სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ინსტიტუტების მკვლევრებთან და სტუდენტებთან თანამშრომლობა ჰქვია. ამ პრიციპთა და ტრადიციათა კვალობაზე „მერმისის“ წინამდებარე კრებულიც ამ ღირებულებათა წარმომჩენია.

isbn :
Price: 0₾