Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Mermis VI

წინამდებარე კრებულში თავმოყრილია 2014 წლის ივნისის თვეში ჩატარებული სტუდენტთა VI რეგიონთაშორისი კონფერენციის მასალები, რომელებიც არჩეულ იქნა კონფერენციის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილ მოხსენებათა შორის, როგორც მათი საუკეთესო და მიზანგასაწევი ნაწილი.
სტუდენტთა VI რეგიონთაშორის რესპუბლიკურ კონფერენციაზე წარმოდგენილი 200—ზე მეტი განაცხადიდან კონფერენციაზე წარსადგენად შეირჩა 16 სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში მომზადებული 97 მოხსენება. შესაბამისად, წარმოდგენილი მასალების მრავალფეროვნების, მრავალმიმართულებრივი პრობლემატიკის კვალობაზე მუშაობდა 14 სხვადასხვა სასწავლო სამეცნიერო თემატიკის სექცია. წარმოდგენილ მასალათა შორის ნაშრომების კვლევისა და ანალიზის კომპონენტების, ინდივიდუალიზმისა და თავისთავადობის, მეცნიერული, მორალური პოზიციისა და ხარისხის
გათვალისწინებით, ჯერ კიდევ კონფერენციაზე, სექციური მუშაობისას, გამოქვეყნებისათვის რეკომენდაცია გაეწია ნაშრომთა ერთ ნაწილს.
შემდგომ სარედაქციო კოლეგიამ იმუშავა შერჩეულ და გამოგზავნილ მასალებზე. სწორედ ამ
შერჩევისა და შესრულებული სამუშაოს შედეგები შედეგები აისახა „მერმისის“ ამ ახალ კრებულში. იმთავითვე სარედაქციო ჯგუფისათვის მუშაობისა და შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი — კრებულისათვის იმ წარმომადგენლობითი, მრავალფეროვანი, თავისთავადი და ინდივიდუალური პროფილის შეუნარჩუნება იყო, რომელიც კონფერენციაზე გამოიკვეთა. აქედან გამომდინარე, შეირჩა 30 მოხსენება 11 სხვადასხვა სპეციალობიდან.
ამასთან ერთად, საორგანიზაციო ჯგუფისათვის კვლავ რჩება მთავარ სამუშაო პრინციპად
ჩვენი პროექტის: „ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ ძირითადი იდეის განხორციელება: ინტერგრირება და თანამშრომლობა სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ინსტიტუტების მკვლევარებთან და სტუდენტებთან.
ტრადიციისამებრ, „მერმისის“ წინამდებარე კრებულიც ამ ღირებულებათა წარმომჩენია, ამიტომ ვიმედოვნებთ, მისი აუდიტორიის სიფართოვეზე და აქ წარმოდგენილ მასალათა მოტივაციაზეც მომავალი კვლევების, ახალი სამეცნიერო, თუ ინფორმაციული გამოწვევების, თანამშრომლობისა თუ აზრთა გაზიარებისათვის.

isbn :
Price: 0₾