საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-05-18
თარიღი სთ
მისამართი
18 მაისს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გამოფენა - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა:1918-1921“ გაიხსნება. 

გამოფენა წარმოდგენილი იქნება ორ ნაწილად. ცენტრალურ ფოიეში გამოიფინება 1918-1921 წლებში მიმდინარე განათლების რეფორმის შესახებ დოკუმენტები და ფოტო მასალები, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დაარსებულ სკოლათა სიები, ცნობილ პირთა მასწავლებლებად დანიშვნის ბრძანებები, წარჩინებულ სტუდენტთა საზღვარგარეთ გაგზავნის პროგრამის მასალები, დემოკრატიულ რესპუბლიკასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული დამოკიდებულების ამსახველი დოკუმენტები. მასალები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, თსუ ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გამოიფინება თსუ ემიგრაციის მუზეუმში დაცული უნიკალური მასალები და ექსპონატები: სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშისა და გერბის მაკეტები), სახელმწიფო ბეჭდებისა და ლუქების ნიმუშები, შტანდარტის კლიშე, დემოკრატიული მთავრობისა და უცხოეთის დიპლომატიური კორპუსის მიმოწერები, საქართველოს კონსტიტუცია ფრანგულ და ინგლისურ ენებზე; პირველი დემოკრატიული მთავრობის ეპისტოლური მემკვიდრეობა, ოფიციალური დოკუმენტები; ემიგრაციაში წასული მთავრობის წევრების, საზოგადო მოღვაწეების ფოტო და დოკუმენტური მასალები.

ღონისძიებაზე ვლადიმერ ვოიტინსკის წიგნის „ქართული დემოკრატიის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება. მთარგმნელები: ქეთევან ქუსიკაშვილი, თამარ ხეტაშვილი. წიგნი 1921 წელს პარიზში ფრანგულ ენაზე გამოიცა. გამოცემა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და სრულყოფილ ნაშრომს წარმოადგენს, მასში განხილულია რესპუბლიკის თითქმის ყველა სფერო და მნიშვნელოვანი მოვლენები. წიგნი გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.   

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, ცენტრალური ფოიე.

მსგავსი ღონისძიებები