საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-03-08
თარიღი სთ
მისამართი
8 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიერ მომზადებული გამოფენა „ქალები პოლიტიკაში - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) გამოცდილება“ გაიმართება.

გამოფენა ეძღვნება ქალთა საერთაშორისო დღეს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის დროს მოღვაწე ქალ პოლიტიკოსთა და პოლიტიკურ აქტივისტთა პორტრეტები, მათი პოლიტიკური საქმიანობის ამსახველი წერილები, საკანონმდებლო ინიციატივების ამსახველი მასალები. ქალების მიერ გამოქვეყნებული საინტერესო საგაზეთო წერილები და ა.შ.

მასალები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში, თსუ-ს ბიბლიოთეკასა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში (SOVLAB).

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავისი პროგრესული პოლიტიკური სისტემით სამართლიანად მიიჩნეოდა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ რესპუბლიკად. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ქალი პოლიტიკოსები. მათი ინიციატივით არაერთი საკანონმდებლო წინადადება  შეიმუშავეს განათლების, ჯანმრთელობისა და შრომის შესახებ და სხვ. ქალები საკანონმდებლო ორგანოში იკავებდნენ კომისიების მოადგილის, მდივნის და დამფუძნებელი კრების მთავარი ორგანოს პრეზიდიუმის წევრის თანამდებობებს.

მისამართი:რუსთაველის გამზ.8, საქართველოს პარლამენტი











მსგავსი ღონისძიებები