საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-03-07
თარიღი სთ
მისამართი
7 მარტს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტატიათა კრებულის „ადამიანის უფლებათა დაცვა, კონსტიტუციური რეფორმა და სამართლის უზენაესობა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება.

კრებული 2006 წლიდან გამოიცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ. კრებულის რედაქტორია თსუ-ს პროფესორი კონსტანტინე კორკელია.

ღონისძიებას საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, პარლამენტის წევრები, სამინისტროების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კრებულში თავმოყრილია ავტორთა სტატიები ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე და მიზნად ისახავს, გააანალიზოს საქართველოში არსებული სამათლებრივი და ადამიანის უფლებათა პრობლემები და საზოგადოებას შესთავაზოს ამა თუ იმ სამართლებრივი პრობლემის მოგვარება სხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე. სტატიებში გამოთქმულია მოსაზრებები როგორ შეიძლება დაიხვეწოს როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე სასამართლო და ადმინისტრაციული პრაქტიკა.

სტატიათა ავტორები არიან როგორც მეცნიერები, ისე პრაქტიკოსი იურისტები - მოსამართლეები და ადვოკატები, ასევე, არასამთავრობო და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია N06

მსგავსი ღონისძიებები