საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
    თარიღი 2018-04-18
    თარიღი სთ
    მისამართი
    18 აპრილს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 და თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ფორუმი -"თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის XXXII საერთაშორისო გაფართოებული სხდომები"გაიხსნება.

    ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ თსუ ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის, ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სტუ ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის, სტუ კიბერნეტიკის ინსტიტუტის, ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები და დოქტორანტები. ფორუმში ასევე მონაწილეობენ მეცნიერები ავსტრიიდან, რუსეთიდან, უზბეკეთიდან, ეგვიპტიდან.

    პროგრამა

    მისამართი:ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, ილია ვეკუას აუდიტორია.
    მსგავსი ღონისძიებები