საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-04-16
თარიღი სთ
მისამართი
16 აპრილს, 18.00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  "თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალი" გაიხსნება. წელს  ფესტივალი  28  პროფესიულ  გუნდს უმასპინძლებს.

საქართველოში არსებულ პროფესიულ და ბავშვთა გუნდებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ გუნდები უცხოეთიდან: ბორდოს უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი “Le Choeur Voyageur”, კაუნასის გუნდი “Kamertonas”, ტალინის წმიდა კარლის ეკლესიის კამერული გუნდი „კანორუსი“, ფილიპინელთა ვოკალური ანსამბლი დუბაიდან, სოპოტის კამერული გუნდი “Continuo”, კამერული გუნდი “Cantamus Berlin”, Little Singers of Armenia. მონაწილეთა შორისაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი.

"თბილისის  საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალი" 2018 წლის 16 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით გაიმართება. განსხვავებული ფორმატით ჩატრადება 21 აპრილის საფესტივალო კონცერტი ივენთ ჰოლ ქარვასლაში –  ქართული მუსიკა,  ზვიად ბოლქვაძესა და ქართული ესტრადის ცნობილ მომღერლებთან  ერთად.

"თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი" 2011 წელს თბილისის მერიის  დაფინანსებითა და ხელოვნებათმცოდნე – მაია ჩაჩავას ინიციატივით დაფუძნდა. 2013 წლიდან, კი დაარსდა „თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ქორმაისტერი – არჩილ უშვერიძე.

ფესტივალის თანადამფინანსებელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. ფესტივალის პარტნიორი და თანაორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

ფესტივალის მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადაციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია; შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან და მათი შემოქმედების გაცნობა ქართველი მსმენელისთვის.

თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო დახურვა 12 მაისს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი.


მსგავსი ღონისძიებები