საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-04-08
თარიღი სთ
მისამართი
8-12 აპრილს,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართება.  ღონისძიებები დაიწყება  15.00 საათზე,  გამოფენით, რომელიც ორგანიზებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, უახლესი ისტორიის ცენტრისა და შსს არქივის მიერ. გამოიფინება ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, საარქივო მასალები, ზვიად გამსახურდიას ხელნაწერები, წიგნები, თარგმანები, სამეცნიერო სტატიები და ა.შ. საგამოფენო მასალების უდიდესი ნაწილი წარმოდგენილი იქნება ორიგინალის სახით. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: 1956 წელს „გორგასლიანის“ საქმის მასალები, 1977 წელს ზვიად გამსახურდიას მიერ იზოლატორში დაწერილი წერილები (ხელნაწერები), ზვიად გამსახურდიას წერილები ვიქტორ ნოზაძეს (ხელნაწერები), 1970-იან წლებში გამოცემული არალეგალური დისიდენტური გამოცემები („ოქროს საწმისი“, „საქართველოს მოამბე“) და სხვა. წარმოდგენილ მასალათა დიდ ნაწილს პირველად იხილავს საზოგადოება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1. თსუ I კორპ,  II სართული, მუზეუმი. 
მსგავსი ღონისძიებები