საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-11-19
თარიღი სთ
მისამართი
19 ნოემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტური სასწავლო  ჟურნალების პრეზენტაცია გაიმართება.

"ბეჭდური მედია პრაქტიკუმის" (ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე) ფარგლებში მომზადებული სასწავლო ჟურნალების პრეზენტაცია ყოველწლიური ტრადიციაა. ჟურნალისტური პროდუქცია იქმნება თსუ-ის სტუდენტების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული პრაქტიკების შედეგად. რეგიონებში სტუდენტები ეცნობიან ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობის სპეციფიკას, სწავლობენ ინფრასტრუქტურას, აკვირდებიან სოციალურ ფონს, რის შედეგადაც დამოუკიდებლად გეგმავენ ჟურნალს, მოიპოვებენ ინფორმაციას, ამზადებენ მასალებს და  ადგილობრივი მოსახლეობის გზავნილები სასწავლო ჟურნალების სახით ჩამოაქვთ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ხუთი „გზავნილი“ დუშეთიდან, კასპიდან, სიღნაღიდან, ზესტაფონიდან და ბორჯომიდან. მათ შორის ორი, „გზავნილი ზესტაფონიდან“ და „გზავნილი ბორჯომიდან“, ბეჭდური სახით. პრეზენტაციაზე ასევე გამოფენილი იქნება პრაქტიკების ფარგლებში მოპოვებული ფოტომასალა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.

მსგავსი ღონისძიებები