საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-11-14
თარიღი სთ
მისამართი
14 ნოემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიხსნება ახალგაზრდა მეცნიერთა II საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. ღონისძიება ეძღვნება პირველი ქართული უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.

სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს დარგობრივი და თემატური სექციები, გაიმართება მრგვალი მაგიდა.

სიმპოზიუმის გახსნაზე დამსწრეთა წინაშე წარდგებიან პლენარული მომხსენებლები: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ლევან გიგინეიშვილი მოხსენებით: „თავისუფალი მეცნიერებების“ (Liberal Arts) მნიშვნელობა თანამედროვე განათლებაში“ და ასოცირეული პროფესორი მიხეილ ბახტაძე მოხსენებით: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები“.

სიმპოზიუმში მონაწილეობს 75 ახალგაზრდა მეცნიერი როგორც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, ისე ესტონეთის, იტალიის, გერმანიის, ყირგიზეთის, ირანის, სომხეთისა და აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტებიდან. მონაწილეთა თეზისები შეირჩა ორმაგი ანონიმური რეცენზირების საფუძველზე.

ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმი პირველად 2017 წელს გაიმართა. აკადემიური საზოგადოების წინაშე საკუთარი სამეცნიერო კვლევის შედეგებით წარდგა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და საზღვარგარეთიდან ჩამოსული 150-მდე ახალგაზრდა მეცნიერი. ღონისძიებისადმი დიდი ინტერესისა და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ სიმპოზიუმი ტრადიციულ სახეს მიიღებს და გაიმართება ყოველწლიურად.

სიმპოზიუმის მიზანია მეცნიერული ეთიკისა და კვლევის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება, არსებული აკადემიური გამოცდილების გათვალისწინება როგორც ადგილობრივ, ისე - საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი, N1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.

მსგავსი ღონისძიებები