საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-11-16
თარიღი სთ
მისამართი
16 ნოემბერს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია „ხელოვნებათმცოდნეობა საქართველოში: წარსული-აწმყო-მომავალი“. კონფერენცია, რომლის ორგანიზატორია თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავს ეძღვნება.  ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სტუდენტები დაესწრებიან.

კონფერენციაზე განხილული იქნება ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის წარსული გამოცდილება, დღევანდელი პრობლემატიკა და მომავალი პერსპექტივები. კონფერენციის ძირითადი თემებია: ქართული ხელოვნებათმცოდნეობის სათავეებთან; მეცნიერები, დარგები, იდეები;  შედეგები და პერსპექტივები; კვლევა და ინტერპრეტაცია.

მრავალსაუკუნოვანი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა საქართველოში ხელოვნებათმცოდნეობის, როგორც ჰუმანიტარული მეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების, ჩამოყალიბების უპირველეს მიზანს წარმოადგენდა. ქართული ხელოვნების ნიმუშების მოძიება-შესწავლის დაწყების შემდგომ, ამ საქმეში არსებითი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება – სწორედ უნივერსიტეტში დაფუძნდა გიორგი ჩუბინაშვილის თაოსნობით  ხელოვნებათმეცნიერების კაბინეტი და საფუძველი ჩაეყარა ხელოვნების შესწავლის საქმეს. თბილისის უნივერსიტეტში დაწყებული  საქმიანობა შემდგომში გასცდა მის კედლებს და დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, სამეცნიერო და სამუზეუმო დაწესებულებებში მიმდინარეობს. ამ პროცესში განუზომელია უფროსი თაობის მკვლევართა ღვაწლი. ასი წლის განმავლობაში გაფართოვდა ხელოვნებათმცოდნეების მიერ განხორციელებული კვლევების თემატიკა, კონტაქტები მოწინავე სახელოვნებათმცოდნეო ცენტრებთან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია







მსგავსი ღონისძიებები