საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-11-20
თარიღი სთ
მისამართი
20 ნოემბერს, 16.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდი ირანელი პოეტისა და მოაზროვნის, საადი შირაზელის (XIII ს.) შემოქმედებისადმი მიძღვილი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, მისი აღმატებულება ყავამ შაჰიდი, საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, ბატონი ჰამიდ მოსტაფავი, ირანიდან მოწვეული პედაგოგები - ქალბატონი ლეილა რეზაი, ბატონი აბას ჯაჰედჯაჰი, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ირანისტიკის განყოფილებების სტუდენტები და პროფესორები, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში ვიზიტით ჩამოსული შირაზის ლიტერატურისა და კულტურის საზოგადოების წევრები, ქალბატონები – ფარაჰ ნიაზქარი, მარიამ ქოჰანსალი და ბატონი მორთეზა ჯაფარი.

სტუმრებთან ერთად საადი შირაზელისადმი მიძღვნილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ ირანისტები - სტუდენტები, პროფესორები და მთარგმნელები (გ.ლობჟანიძე, ნ. ბართაია, ა. ელერდაშვილი).

შირაზის ლიტერატურისა და კულტურის საზოგადოების წარმომადგენლები ისაუბრებენ საადის შემოქმედებისა და მისი ნააზრევის მნიშვნელობის შესახებ. ქართველი ირანისტები სტუმრებს გააცნობენ საადი შირაზელის ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლისა და თარგმნის ტრადიციას საქართველოში. სტუდენტები სპარსულ, ქართულ და ევროპულ ენებზე წაიკითხავენ ნიმუშებს საადი შირაზელის შემოქმედებიდან.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 202-ე აუდიტორია.

მსგავსი ღონისძიებები