საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-11-26
თარიღი სთ
მისამართი
26 ნოემბერს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორ ფერი ფელდბრუგის საჯარო ლექცია „რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები ისტორიულ პერსპექტივაში“ გაიმართება, რომელსაც თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, ნიდერლანდების სამეფოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში იოჰანეს დუმა, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრებიან.

პროფესორის ფერი ფელდბრუგის საჯარო ლექცია კლევერინგას შეხვედრების ფარგლებში ტარდება, რომელსაც ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორის რუდოლფ კლევერინგას ცნობილი საპროტესტო გამოსვლის შემდეგ ყოველწლიურად მართავს. პროფესორმა კლევერინგამ 1940 წლის 26 ნოემბერს თავისი გამოსვლით გერმანელი ოკუპანტების მთავრობის ბრძანებით ებრაელი კოლეგების უნივერსიტეტიდან გათავისუფლება გააპროტესტა. 1946 წლიდან ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორები მთელ მსოფლიოში მართავენ საჯარო ლექციებს აქტუალურ თემებზე.

პროფესორ ფერი ფელდბრუგის საჯარო ლექცია ეძღვნება რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობებს და ადამიანის უფლებებს ამ ურთიერთობათა ჭრილში.

საჯარო ლექცია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ლეიდენის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ორგანიზებით იმართება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

მსგავსი ღონისძიებები