საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-12-10
თარიღი სთ
მისამართი
10 დეკემბერს, 18:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის: ,,თბილისის დღიური - 1866-1900’’ პრეზენტაცია.

წიგნის შემდგენელია ანა ბაქანიძე, კრებულში თავმოყრილია აღნიშნული პერიოდის პრესაში, ,,ივერიასა’’ და ,,დროებაში’’ დედაქალაქის შესახებ გამოქვეყნებული სტატიები. შინაარსობრივი და ვიზუალური მასალა ქრონოლოგიურად, წლების მიხედვითაა წარმოდგენილი. პროექტის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

წიგნში წარმოდგენილია მრავალფეროვანი მასალა, რუსეთის იმპერიის დაქვემდებარებაში მყოფი, მაგრამ ეროვნულობის შესანარჩუნებლად მებრძოლი თბილისის ქრონიკები, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მიმდინარე მოვლენები, სადაც ჩანს განვითარებაც და არსებული პრობლემებიც, ქალაქის წარმატებებიც და წარუმატებლობაც, ქალაქური ტრადიციებიც და დროის შესაბამისად, სხვათა მიმბაძველობაც, ჩანს ძველი თბილისის ის ნაწილი, რომელიც ბუნებრივია, დროსთან ერთად დაიკარგა და ისიც, რომელიც თავის წიაღში დღემდე შემოინახა დედაქალაქმა. წარმოდგენილი მასალა მრავალეთნიკური ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების დღიურია, რომელიც XIX საუკუნის პრესის ქართულითაა გადმოცემული.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია.



მსგავსი ღონისძიებები