საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-12-17
თარიღი სთ
მისამართი
17 დეკემბერს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირანული ფილმების ფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართება.

ირანული ფილმების ფესტივალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეორედ ტარდება. წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ოთხი ირანული ფილმი : „აზარი, შაჰდოხთი ფარვიზი და სხვები“, „ბრმანაწლავი“, „ცოფიანი ეტლი“, „ხუთვარსკვლავიანი“. ასევე ღონისძიების ფარგლებში თსუ სააქტო დაბაზის ფოიეს საგამოფენო სივრცეში მოეწყობა ირანელი ფოტოგრაფების ნამუშევართა ჯგუფური გამოფენა „სამხრეთი ირანი“.

ფილმების ჩვენება 17, 18 და 19 დეკემბერს 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფესტივალის დახურვის დღეს, 20 დეკემბერს, ფილმის ჩვენება 21:00 საათზე გაიმართება. ფესტივალის გახსნის დღეს ფილმი გავა ქართული გახმოვანებით. სხვა დღეებში ფილმები ნაჩვენები იქნება ქართული სუბტიტრებით.

ირანული ფილმების ფესტივალი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მიზანია, ირანული კულტურის, ხელოვნებისა და კინოს პოპულარიზაცია.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი.
მსგავსი ღონისძიებები