საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-02-05
თარიღი სთ
მისამართი
5 თებერვალს, 17.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტ ტარიელ ხარხელაურთან შეხვედრა გაიმართება. ტარიელ ხარხელაური თსუ სტუდენტებს, პროფესორებს, სტუმრებს წაუკითხავს ლექსებს, მოიგონებს უნივერსიტეტსა და ლიტერატურულ წრეში გატარებულ წლებს. ღონისძიების ორგანიზატორია თსუ სტუდენტური თვითმმართველობა და ლიტერატურული წრე „93-ე აუდიტორია“.
 
ათეული წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 93-ე აუდიტორიაში (ახლანდელი 206-ე, ნიკო ცხვედაძის სახელობის აუდიტორია) იმართებოდა სტუდენტური ლიტერატურული ღონისძიებები. ახალგაზრდა მწერალთა წრის შეხვედრა-დისკუსიებზე მაშინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ნაკლებად ცნობილი, ახლა კი უკვე სახელგანთქმული და ყველასათვის საყვარელი მწერლები თუ პოეტები, თავიანთ ნაწარმოებებს აცნობდნენ საზოგადოებას და პირველ ნაბიჯებს დგამდნენ სამწერლობო ასპარეზზე. მაშინდელ თაობას ახსოვს ახალგაზრდული გულწრფელობით, ენერგიითა და რომანტიზმით სავსე საღამოები. 2018 წელს თსუ-ში აღდგა ლიტერატურული წრე „93-ე აუდიტორია“, რომლის პირველი სტუმარი პოეტი დათო მაღრაძე იყო.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 206-ე აუდიტორია


მსგავსი ღონისძიებები