საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-02-28
თარიღი სთ
მისამართი
28 თებერვალს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ბეჟან თუთბერიძის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოს „მაგმური ქანების პეტროლოგია კრისტალოოპტიკის საფუძვლებით“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროეფსორები, სტუდენტები დაესწრებიან.

სახელმძღვანელოს შინაარსი და სტრუქტურა შეესაბამება პეტროლოგიის კურსის სილაბუსს და განკუთვნილია უნივერსიტეტების  გეოლოგიური სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის; მას გამოიყენებენ გეოლოგიისა და გეოფიზიკის დარგის მაგისტრანტები, დოქტორანტები და პრაქტიკოს-გეოლოგები.

სახელმძღვანელოში განხილულია ძირითადი ქანმაშენი მინერალებისა და ქანების დიაგნოსტიკის კრისტალოოპტიკური და მიკროსკოპიული მეთოდები; მაგმური ქანების ცალკეული ჯგუფის ტექსტურულ-სტრუსქტურული თავისებურებები, შედგენილობა, ნომენკლატურა, წარმოშობის პირობები, წოლის ფორმები, გავრცელების კანონზომიერებანი, მათთან დაკავშირებული წიაღისეული საბადოებისა და პრაქტიკული გამოყენების საკითხები. მოცემულია მაგმიდან მინერალთა კრისტალიზაციის თანმიმდევრობის ამსახველი თერმოდინამიკური დიაგრამები; გაანალიზებულია პირველადი და მეორეული მაგმების წარმოშობისა და ბუნებაში მაგმურ ქანთა მრავალსახეობის არსებობის მიზეზები; ვრცლად არის განხილული განსხვავებულ გეოდინამიკურ პირობებში გამოვლინებული მაგმატიზმის პეტროლოგიური ასპექტები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 323-ე (ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის) აუდიტორია.

მსგავსი ღონისძიებები