საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-02-18
თარიღი სთ
მისამართი
18 თებერვალს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში "თბილისის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის" გახსნის ცერემონიალი გაიმართება.  

„თბილისის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის“ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს AUF (Agence universitaire de la francophonie), თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პროექტია. ის თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე ფუნქციონირებს.

ცენტრის სივრცეებში ფართო სპექტრის ტრენინგები, ლექციები და სემინარები გაიმართება, როგორც ქართველი, ასევე ფრანგი სპეციალისტების მონაწილეობით ქართულ, ფრანგულ ან ინგლისურ ენებზე. ასევე, დაგეგმილია დამსაქმებელთან შეხვედრები და სტაჟირებები სტუდენტებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად.

ბიბლიოთეკის ინოვაციური პროექტების შედეგად ყველა პირობაა შექმნილი სტუდენტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მსოფლიოს უახლესი მიღწევების გასაცნობად და სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად.

ცენტრის საქმიანობა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს AUF და თიბისი ბანკთან თანამშრომლობით სტუდენტებს დასაქმებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში ჩართულობის მეტ შესაძლებლობას აძლევს.

მისამართი:მ.ალექსიძის II შესახვევი, N3, თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.
მსგავსი ღონისძიებები