საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-02-22
თარიღი სთ
მისამართი
22-23 თებერვალს საგამოფენო ცენტრ "ექსპოჯორჯიაში" უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-9 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალებას მისცემს თსუ წარმომადგენლებს შეხვდნენ, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნონ და თსუ საერთაშორისო და გაცვლითი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.

22 თებერვალს, 13:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელფიწო უნივერსიტეტის პროფესორის, თეიმურაზ გოგსაძის საჯარო ლექცია - "ვაკონტროლებთ თუ არა საკუთარ გადაწყვეტილებებს" გაიმართება.

22 თებერვალს, 14:10 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, თამარ გაგოშიძის საჯარო ლექცია - "ფსიქოლოგია და საზოგადოება" გაიმართება.

განათლების საერთაშორისო გამოფენა ყოველწლიურად 100-მდე ქართულ და უცხოურ სასწავლო დაწესებულებას და 15 000-მდე დამთვალიერებელს მასპინძლობს.

სამუშაო საათები: 11:00-19:00

მისამართი:წერეთლის გამზირი 118; საგამოფენო ცენტრი "ექსპოჯორჯია", მე -11 პავილიონი.
მსგავსი ღონისძიებები