საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-02-27
თარიღი სთ
მისამართი
27 თებერვალს, 09:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ KA2 პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტ HERD-ის ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა” პირველი სამუშაო შეხევდრა გაიმართება.

პროექტის კონსორციუმი შედგება 17 სრული და 3 ასოცირებული პარტნიორისგან, მათ შორისაა: საქართველოს 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 5 სამთავრობო სააგენტო და 3 ევროპული უნივერსიტეტი.

აღნიშნული პროექტის ხანგრძლივობა მოიცავს 2 წელს. მისი ძირითადი მიზანია წევრი უნიევრსიტეტების კვლევითი სამსახურების მოდერნიზაცია, კვლევითი პოტენციალისა და ხარისხის გაზრდა, სწავლებისა და კვლევის კომპონენტების ინტეგრირება ინსტიტუციურ დონეზე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტით ხორციელდება შემდეგი აქტივობები: საქართველოს 12 უნივერსიტეტისთვის ერთობლივი კვლევითი პლატფორმის შექმნა; საქართველოს კვლევითი ინტერნეტ პორტალის შექმნა; კვლევების მენეჯმენტისა და მონაცემთა ანალიზის დამუშავებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესება ადმინისტრაციული პერსონალისთვის; წევრ უნივერსიტეტებში კვლევის პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა.

სესიები 27-28 თებერვალს გაიმართება. შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ პროექტის დაწყების პირველ ფაზას, დაგეგმავენ პირველი წლის განმავლობაში განსახორციელებელ ღონისძიებებს და შეთანხმდებიან მისაღწევი შედეგების გამოწვევებისა და რისკ-ფაქტორების შესახებ. დეტალურად განიხილავენ პროექტის ადმინისტრირებისა და განხორციელების გზებს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

მსგავსი ღონისძიებები