საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-05-14
თარიღი სთ
მისამართი
14 მაისს, 12.00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი აწყობს გამოფენას ლიტერატურათმცოდნე, თეოლოგის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და აკადემიკოსის კორნელი კეკელიძის დაბადებიდან 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით. 
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საზოგადოების ფართო წრისათვის ნაკლებად ცნობილი დოკუმენტები, რომლებიც კიევის სასულიერო აკადემიაში მის სწავლასა და მოღვაწეობას ეხება. დამთვალიერებელი იხილავს თეოლოგიის დარგში მოღვაწე მეცნიერებისა და სასულიერო პირების შეფასებებს კორნელი კეკელიძის სამეცნერო ნაშრომების შესახებ. აქვე წარმოდგენილი იქნება მისი სადისერტაციო ნაშრომი:  „ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნთსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა“ კორნელი კეკელიძეს ამ ნაშრომში 1908 წელს მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. კიევის სასულიერო აკადემიის მუზეუმში და სახელმწიფო არქივში დაცულ დოკუმენტურ მასალას ქართველი დამთვალიერებელი პირველად იხილავს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის  გამზ. N1, თსუ I კორპუსი, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი, მეორე სართული.

მსგავსი ღონისძიებები