საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-06-27
თარიღი სთ
მისამართი
27 ივნისს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში თსუ ფსიქოლოგისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება ორენოვანი საერთაშორისო რეფერირებადი "ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალის"  I  ნომრის პრეზენტაცია. 

ჟურნალის პრეზენტაციაზე შეჯამდება პირველი ნომრის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები, განიხილება ჟურნალის განახლებული სტანდარტი და ახალი შესაძლებლობები ავტორებისთვის, ასევე,  გამოცხადდება ნაშრომების  მიღება II  ნომრისთვის.

„ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალური, საერთაშორისო, რეფერირებადი, ბილინგვური ჟურნალია, რომელიც ეძღვნება ფსიქოლოგიის სხვადასხვა სფეროს აქტუალურ სამეცნიერო პრობლემებს. ჟურნალი აქვეყნებს როგორც თეორიულ და მეთოდოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებულ, ისე რაოდენობრივ, თვისებრივ და შერეულ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებულ ემპირიულ-კვლევით ნაშრომებს, აგრეთვე სამეცნიერო მიმოხილვებს.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი11, თსუ III კორპუსი,  აუდიტორია #203. 







მსგავსი ღონისძიებები