საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-05-17
თარიღი სთ
მისამართი
17 მაისს, 11.00 სთაათზე, თსუ ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა  მეორე მსოფლიო ომიდან სკკპ მე-20 ყრილობამდე (1941–1956 წწ)“ – განვლილი საანგარიშო პერიოდების შედეგების შეჯამებას. აღნიშნული პროექტი არის გაგრძელება სამწლიანი პროექტისა – „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა გასაბჭოებიდან მეორე მსოფლიო ომამდე (1921–1941წწ)“, რომელიც განხორციელდა სშსს არქივთან მჭიდრო თანამშრომლობით და დასრულდა წიგნის გამოცემით.
პროექტი "ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა მეორე მსოფლიო ომიდან სკკპ მე–20 ყრილობამდე“, რომელიც ამჯერადაც შსს არქივთან თანამშრომლობით ხორციელდება,  არის პირველი მეთოდოლოგიური მცდელობა იმისა, რომ სრულიად ახალ რაკურსში იქნას გააზრებული ქართული ლიტერატურის ისტორიაში მეტად რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდი - 1941–1956 წლები.

მისამართი:გ. ქუჩიშვილის N24 სასტუმრო „ვერე-პალასი“

მსგავსი ღონისძიებები