საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-05-22
თარიღი სთ
მისამართი
22 მაისს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ქართულ-აფხაზური ფილმის „ანიხა“ პრეზენტაცია. 

ფილმი გადაღებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ–აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის,  საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის აფხაზური ენისა და კულტურის კომისიისა და ქართულ–აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამის  „გავიცნოთ აფხაზეთი“ ფარგლებში. 

„ანიხა“ 2019 წლის იანვარში აფხაზეთშია გადაღებული. მასში  ასახულია ახალი წლის აღნიშვნის აფხაზური ადათ–წესები და აღწერილია აფხაზეთის წმინდა სალოცავი ადგილები. ფილმი მიზნად ისახავს აფხაზური ეთნოკულტურული სივრცის შესწავლასა და მის პოპულარიზაციას.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ, თსუ I კოპრუსის, 107 აუდიტორია. 

მსგავსი ღონისძიებები