eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2019-05-27
თარიღი სთ
მისამართი
27 მაისს, 12.00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საბავშვო მწერალი ლელა ცუცქირიძე და „საბავშვო კარუსელის“ წარმომადგენლები სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით გაახალისებენ ბავშვებს . ღონისძიების ფარგლებში პატარებს ბიბლიოთეკაში დახვდებიან თანამედროვე საბავშვო მწერლები, რომლებიც ბავშვებს წაუკითხავენ თავიანთი შემოქმედებიდან მოთხრობებსა თუ ლექსებს, გაიმართება დისკუსიები. შეხვედრის მეორე ნახევარი კი შემოქმედებით და გასართობ აქტივობებს დაეთმობა. კვირეული  27 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით. გაგრძელდება და საჯარო სკოლებისა და ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, ასევე თანამშრომლების შვილებს უმასპინძლებს.

მისამართი:  ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის დარბაზი
მსგავსი ღონისძიებები