საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-05-26
თარიღი სთ
მისამართი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში სპეციალური სტენდით არის წარმოდგენილი. 
26 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მთელი დღის მანძილზე თბილისში რუსთაველის გამზირზე და ქუთაისში გელით. 
რუსთაველის გამზირზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს: თსუ ზოომუზეუმისა და მინერალოგიის მუზეუმის უნიკალური გამოფენა; ვირტუალური რეალობა ყველასთვის; ბიოლოგების კუთხე; მხატვრების კუთხე.
მსურველები თსუ-ს მიერ დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში შეძლებენ მონაწილეობის მიღებას, მათ შორის: თსუ FABLAB-ის მიერ ორგანიზებულ „ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშებში“, გიფების გადაღებაში; ელექტრონულ დრამზე დაკვრაში; საბავშვო არქეოლოგიურ გათხრებში; გეოგრაფიულ შემეცნებით ვიქტორინებში; თსუ წარმომადგენლები ასევე ჩაატარებენ სახალისო ცდებს STEM მიმართულებით.
ანალოგიური სტენდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქუთაისშიც იქნება წარმოდგენილი. 


მსგავსი ღონისძიებები