საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-06-24
თარიღი სთ
მისამართი
24 ივნისს, 18.00 საათზე, ევროპის აკადემიის თბილისის ცენტრი (ეათც) და და ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი, გიწვევთ ეათც-ს გამორჩეული სემინარების სერიის - "გზაჯვარედინების" მორიგ სემინარზე - "ლიტერატურული ფორმების მრავალფეროვნება". 

სემინარი საფუძველს უყრის რეგულარული, ფართო აუდიტორიისათვის გამიზნული მოხსენებების ტრადიციას  ქრისტიანული აღმოსავლეთის  შესახებ. სემინარის ფარგლებში ქართველ მეცნიერებთან ერთად აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან უცხოელი სწავლულები, რომელთა მონაწილეობა გააფართოვებს სემინარების თემატიკას და ხელს შეეუწყობს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშომლობას. 

24 ივნისის სემინარი ეძღვნება ბიბლიური ტექსტების ლიტერატურული ფორმების მრავალფეროვნებას. სომხური აპოკრიფული და ფსევდოეპიგრაფიკული ტექსტების მაგალითზე იგი აჩვენებს, თუ როგორ ხდება ზოგადი ტენდენციების განვითარება ლოკალურ ტრადიციებში და როგორ ირეკლავს ეს პროცესი ნაციონალური კულტურის ხასიათს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 202 აუდიტორია.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ  პროგრამა. 

მსგავსი ღონისძიებები