5 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის, AUF-ის (ფრანკოფონის საუნივერსიტეტო სააგენტო) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით გაიმართება ტრენინგი თემაზე "კრეატივი ბიზნესში"
ტრენინგის მიზნები:
- გააცნოს მონაწილეებს როგორ შეიძლება გამოიყენოს კრეატივი საკუთარი თუ ბიზნესის მიზნებისთვის.
 - შეასწავლოს ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების მთავარი პრინციპები, კონკრეტული ტექნიკების მაგალითებზე;
 - გააცნოს მონაწილეებს კრეატივის მთლიანი პროცესი - დავალების მიღებიდან, იდეის აღსრულებამდე;
 - გააცნოს მონაწილეებს ბიზნესში კრეატივის გამოყენების საუკეთესო მაგალითები როგორც საერთაშორისო ასევე ლოკალურ ბაზრებზე;
 - გააცნოს ის რესურსები და ხელსაწყოები, რომლებსაც კრეატიული ინდუსტრიები იყენებენ - შემოქმედებითი პროექტების განხორციელებისთვის.
 
ტრენინგის თემატიკა 5 საათის განმავლობაში შემდეგ საკითხებად იქნება დაყოფილი:
- რა არის კრეატივი და რა გამოყენება აქვს მას ბიზნესში?
 - რატომ არის კრეატივი - მომავლის მთავარი უნარი?
 - რა არის შემოქომედებითი აზროვნება და რა პროცესს გულისხმობს ის?
 - რა ტექნიკები არსებობს შემოქმედებითი აზროვნების განსავითარებლად?
 - როგორ შეუძლია ბიზნესს კრეატივით მოიპოვოს უპირატესობა?
 
ტრენერი:
ეკა ყიფიანი - კრეატიული დირექტორი ( JWT Metro)
ღონისძიება გაიმართება პროგრამა zoom-ში:
https://us02web.zoom.us/j/85424808383
zoom-ში შემოსვლამდე გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.