საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-03-31
თარიღი 19:00 სთ
მისამართი zoom ID: 720 120 0609 Passcode: 123

31 მარტს, 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ XXIII ტომის პრეზენტაციას გამართავს.
 

„ქართული წყაროთმცოდნეობის“ XXIII ტომში წარმოდგენილია ათეულობით სხვადასხვა პროფილის სტატია.  წარმოდგენილ ნომერში არის როგორც ტრადიციული, ასევე ახალი რუბრიკები: „ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები“, „საერთაშორისო პრეზენტაცია“, „თეორია ისტორიულ კვლევაში და ისტორიოგრაფია“, „წყაროთა თარგმანი და წარდგინება“, „საარქივო მასალების პუბლიკაცია“, „თვალსაზრისი“, „წიგნების მიმოხილვა“, „ქრონიკა“, „ინფორმაცია“, „ინტერვიუ“ და „ხსოვნა“.  

 

ტრადიციულად ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებში დასმული პრობლემატიკა არის მრავალფეროვანი. სტატიათა ავტორები არიან პროფესიონალები: ისტორიკოსები, წყაროთმცოდნეები, ეთნოლოგები, ფილოლოგები საქართველოს წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებიდან.

 

ღონისძიება გაიმართება zoom-ის პლატფორმის გამოყენებით ID: 720 120 0609 Passcode: 123
 

 

მსგავსი ღონისძიებები