საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-04-12
თარიღი 16:00 სთ
მისამართი უნივვერსიტეტის ქუჩა N13, თსუ XI კორპუსი, მე 3 სართული, გამოყენებითი ბიოემცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის მიმართულება.

12 აპრილს, 16.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის, გამოყნებებითი ბიომენციერებებისა და ბიოტექნოლოგიის მიმართულების ორგანიზებით ტარდება ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი პროფესიული გადამზადების პროგრამის „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ გახსნა.

ღონისძიების მიზანია, გააცნოს მოწვეულ სტუმრებს, პროექტისა და პროგრამის მიზნები, ჩატარებული სამუშაოები და მიღწეული შედეგები. დაგეგმილია სადემონსტრაციო ლაბორატორიების დათვალიერება, პირველ კურსდამთავრებულებთან შეხვედრა და სერტიფიკატების გადაცემა.

პროგრამა შედგენილია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში"; ფარგლებში. პროგრამა შემუშავდა პროექტის საერთოშორისო კონსორციუმის მიერ ქართველი და უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით, მათ შორის: სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაციის, ტერამოს უნივერსიტეტის ბიომეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და მილანის უნივერსიტეტის, კლინიკური მიკრობიოლოგიის და ვირუსულოგიის ლაბორატორიის (იტალია) აქტიური თანამაშრომლობით.

პროექტის განხორციელების მოსამზადებელ ეტაპზე წარმატებით განხორციელდა ტრენერთა მომზადების კურსები, შეიქმნა ქართულენოვანი სახელმღვანელო, მოეწყო სასწავლო ლაბორატორიები და შემუშავდა ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროფესიული გადამზადების წარმოდგენილი პროგრამა. 2022 წლის თებერვალში,

თსუ-ს მიერ წარმდგენილმა პროგრამამ წარმატებით გაიარა ერონვული აკრედიტაციის პროცესი. 2022 წლის აპრილში დასრულდა მსმენელთა პირველი ჯგუფის სწავლის პროცესი.

მსგავსი ღონისძიებები