საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-03-31
თარიღი 13:00 სთ
მისამართი ZOOM

31 მარტს, 13.00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების დღესთან დაკავშირებით გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „ილია ჭავჭავაძე და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება 1879 წლის 31 მარტის წესდებით დაარსდა. ემსახურებოდა ეროვნულ საქმეს - ქართული ენის შენარჩუნებას, განათლების გავრცელებასა და კულტურის განვითარებას.

1879 -1918 წლებში ორგანიზაციას ხელმძღვანელობდნენ: დიმიტრი ყიფიანი (1879-1882); ივანე ბაგრატიონ მუხრანელი (1882-1885); ილია ჭავჭავაძე (1885-1907); გიორგი ყაზბეგი (1907-1918).

მომხსენებელი:
გია ჯაფარიძე
ლექტორი, დიპლომატი, ფილოლოგი და პოლიტოლოგი.

შეხვედრა გაიმართება ონლაინ ფორმატით, zoom პლატფორმის საშუალებით მოცემულ ბმულზე.
 

მსგავსი ღონისძიებები