საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-04-14
თარიღი 15:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ I კორპუსი, 304-ე აუდიტორია

14 აპრილს, 15.00 საათზე,  პროფესორი თინათინ ბოლქვაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ქართული ენა 1978 წლიდან დღემდე“.


განხილული იქნება ის გზა, რომელიც გაიარა ქართულმა ენამ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში; 1978 წლის 14 აპრილის მასობრივი გამოსვლების როლი ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის შენარჩუნებასა და მეზობელი ქვეყნების კონსტიტუციებში მოსალოდნელი ავბედითი ცვლილებების შეჩერებაში. 1989 წლის 9 აპრილამდე ეს იყო საბჭოთა კავშირში პირველი, განსაკუთრებით ხალხმრავალი დემონსტრაცია, რომელმაც დასახულ მიზანს უსისხლოდ მიაღწია. ლექციაში განხილული იქნება ის საერთაშორისო გამოხმაურება, რომელიც მოჰყვა საბჭოეთისთვის მოულოდნელ ხალხმრავალ გამოსვლას; ის ქარტეხილები, რომლებიც გამოიარა ქართულმა ენამ და ის რთული კონკურენცია, რომელშიც აღმოჩნდა  ქართული პოსტსაბჭოთა პერიოდში.

 

ლექცია გაიმართება შერეული ფორმატით - თსუ პირველი კორპუსის 304-ე აუდიტორიაში და ზუმის პლატფორმაზე:

https://zoom.us/j/3731455567

პასკოდი საჭირო არ არის.

მსგავსი ღონისძიებები