საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-05-18
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ,1, თსუ I კორპუსი, მუზეუმის საგამეფონო დარბაზი

18 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში სულხან-საბა ორბელიანის მსოფლიო ატლასი გამოიფინება, რომელიც გამოცემულია გერმანიაში 1711 წელს. ატლასი სულხან-საბა ორბელიანმა (1658-1725 წწ.) ევროპის ქვეყნებში დიპლომატიური (1713-1716 წწ.) მოგზაურობის დროს შეიძინა.
 

თსუ გეოგრაფიის მუზეუმში დაცულ მსოფლიო ატლასს, დამთვალიერებელი ერთი დღით, აღდგენილი სახით პირველად იხილავს. 2019 წელს ატლასს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან არსებულ სარესტავრაციო ლაბორატორიაში სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

 

 

მსგავსი ღონისძიებები