საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-05-23
თარიღი 12:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

23 მაისს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კინო-ტელე ფორუმი - „ ვიზუალური აზროვნების კულტურის განვითარება“ გაიხსნება. 
 

ფორუმი 23-24 მაისს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის მიერ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში წარდგენილი პროექტის ფარგლებში გაიმართება.


ფორუმის ფორმატით გათვალისწინებულია თსუ-ის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრების წარდგენა/ჩვენება.
 

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ და დაინტერესებულ სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას ინტერაქტიურ რეჟიმში გაუზიარებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები:
 

თამარ გაბრიჩიძე - რეჟისორი, პროდიუსერი. მის ფილმებს მოპოვებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პრიზი სანდენსის ფესტივალზე. მისი ფილმი „სოვდაგარი“ არის პირველი ქართული დოკუმენტური კინო, რომლის მსოფლიო დისტრიბუციის უფლება კომპანია ნეთფლიქსმა შეიძინა;
 

კოტე ჯანდიერი - მწერალი, სცენარისტი. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელე - ფილმების სტუდიის დირექტორი, მრავალი ლიტერატურული პრემიის მფლობელი;
 

სანდრო გაბილაია - აღმასრულებელი პროდიუსერი, რეჟისორი. Metro Production-ის დამფუძნებელი, JWT Metro-ს აღმასრულებელი პროდიუსერი, Cannes Lions Azerbaijan-ის ჟიურის წევრი. მრავალ საერთაშორისო ფესტივალში გამარჯვებული ფილმებისა და სარეკლამო რგოლების აღმასრულებელი პროდიუსერი.


ფორუმის დასასრულს, მოეწყობა „მრგვალი მაგიდა“ სამომავლო თანამშრომლობის, გეგმებისა და მიზნების დასახვის თაობაზე.
 

იხილეთ პროგრამა.

მსგავსი ღონისძიებები