საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-06-10
თარიღი 16:00 სთ
მისამართი ეთნოგრაფიული მუზეუმი

10 ივნისს, 16:00 საათზე, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სასწავლო ტური გაიმართება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალაგზარდობის საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ან მომავალში დასაქმების მსურველ გიდების უფასოდ მომზადება/გადამზადებას ახორციელებს. 10 ივნისს პროექტის მონაწილეებს უმასპინძლებს გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი.

ეთნოგრაფიული მუზეუმი წარმოადგენს საქართველოს მინიატურულ მოდელს და ასახავს მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას, სადაც 70-მდე საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობებია წარმოდგენილი ქვეყნის სხვადასხვა კუთიდან. მუზეუმი ასევე საკულტო დანიშნულების ნაგებობესა და 8 ათასზე მეტ ეთნოგრაფიულ არტეფაქტებს აერთიანებს.

პროექტი „კულტურის სფეროში დასაქმებული გიდების ტრენინგები კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით 2021 წელს შემუშავებული მოდულის მიხედვით“ მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების თეორიული და პრაქტიკულ ტრენინგების ასპექტებს. ტრენინგ-მოდულის გავლის შემდეგ, გიდები დაეუფლებიან საქართველოსა და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სამეცნიერო, აკადემიურად ღირებულ ინფორმაციას; აითვისებენ ტურის წარმართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებსა და პირველადი სამედიცინო დახმარებისა და უსაფრთხოების აუცილებელ წესებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოამზადებენ საექსკურსიო პროგრამის,  საერთაშორისო  გამოცდილების შესაბამისად წარმართავენ ტურს და შეძლებენ ტურის შესახებ ანგარიშის მომზადებას.

საკონტაქტო პირი:
სალომე ჭანტურიძე, 598689464

მსგავსი ღონისძიებები