საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-09-29
თარიღი 14:00 სთ
მისამართი მისამართი: „უნივერსიტეტის მე-10 (მაღლივი) კორპუსი

29 სექტემბერს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანელი მეწარმის, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის “HIPP”-ის დამფუძნებლის, პროფესორ კლაუს ჰიპის ლექცია-სემინარი - „ეთიკური ბიზნესი“  გაიმართება.  
 

პროფესორი კლაუს ჰიპი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და საქართველოს საპატიო კონსული სამხრეთ გერმანიის მიწებზე. 12 წელზე მეტია, იგი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, სისტემატიურად კითხულობს გერმანულენოვან ლექციებს, ბიზნესის ეთიკის მიმართულებით. ამასთან, იგი ყოველწლიურად ირჩევს ორ-სამ სტუდენტს და სრული დაფინანსების პირობებში, იწვევს მათ გერმანიაში, საკუთარ საწარმოში, ერთთვიანი საზაფხულო პრაქტიკის გასავლელად. ამ წლების განმავლობაში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მრავალმა სტუდენტმა გაიარა პრაქტიკა ბავარიაში მდებარე HIPP-ის საწარმოში და მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო.
 

ლექცია გამიართება გერმანულ ენაზე. სემინარზე დასწრება შეუძლია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ყველა სტუდენტს, ვინც ფლობს გერმანულ ენას და ვისაც აინტერესებს, როგორია „ეთიკური ბიზნესის“ გერმანული გამოცდილება.
 

ლექცია-სემინარზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. 29 სექტემბრის 12:00 საათამდე მისამართზე: ucha.gogritchiani@tsu.ge.

მსგავსი ღონისძიებები