საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-09-29
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ილია ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ I კორპ. მუზეუმი, მე-2 სართული

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-სა და საერთაშორისო სამართლის ევროპული საზოგადოების (ESIL) მიერ საქართველოში პირველად ორგანიზებული კონფერენცია - „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ურეთიერთმიმართების თანამედროვე გამოწვევები“ გაიმართება. საერთაშორისო სამართლის ევროპულ საზოგადოებასთან (ESIL) ერთად კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი და საერთაშორისო დაცვისცენტრი (CPI, საფრანგეთი). კონფერენცია ეძღვნება  საერთაშორისო სამართლის სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოსის, პროფესორ ლევან ალექსიძის ხსოვნას.
 

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო სამართლის ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები: მეცნიერები, მკვლევრები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები და პრაქტიკოსი იურისტები.  
 

გამომსვლელებად კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 23 შერჩეული მონაწილე. მონაწილეები 13 სხვადასხვა ქვეყნიდან არიან, მათ შორის - გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან,რუმინეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ნიგერიიდან, სერბეთიდან, ინდოეთიდან, სომხეთიდან, ესპანეთიდან და საქართველოდან. კონფერენცია ტარდება ჰიბრიდული ფორმატით, თუმცა მონაწილეთა უმეტესობა ჩამოდის საქართველოში.
 

კონფერენციაზე სპეციალური სტუმრის სტატუსითა და მომხსენებლებად მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სამართლის დარგში გამოჩენილი მეცნიერები, ექსპერტები, საერთაშორისო სასამართლოების მოქმედი/ყოფილი მოსამართლეები:

 

  • ლადო ჭანტურია, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე, თსუ პროფესორი;
  • განა იუდკივსკა, თანაორგანიზატორი, სამართლის დოქტორი,  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი მოსამართლე უკრაინიდან;
  • მარკო მილანოვიჩი,  სამართლის დოქტორი, საერთაშორისო საჯარო სამართლის პროფესორი, რიდინგის სამართლის სკოლა;
  • კონსტანტინ დესტიარაუ, სამართლის დოქტორი, პროფესორი ადამიანის უფლებათა სამართალში, კვლევის ასოცირებული დეკანი, ლივერპულის უნივერსიტეტი;
  • მარკო ლონგობარდო, სამართლის დოქტორი,  ვესტმინსტერის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის უფროსი ლექტორი; 
  • ვერონიკა ბილკოვა, სამართლის დოქტორი, ESIL სამდივნო;
  • სარა კლივლენდი, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყოფილი ვიცე-თავმჯდომარე, კოლუმბიის სამართლის სკოლა;
  • იაელ რონენი, პროფესორი, იერუსალიმის უნივერსიტეტი;
  • გლებ ბოგუში, სამართლის დოქტორი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი.

 

კონფერენციას გახსნის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი შარვაშიძე.

აუდიტორიას სიტყვით მიმართავენ:

  • პიერ დ’არჟენტი, საერთაშორისო სამართლის ევროპული საზოგადოების (ESIL) პრეზიდენტი;
  • თამარ ზარანდია, სამართლის დოქტორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
  • ხათუნა თოთლაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
  • ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
  • გრიგოლ გიორგაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; 
  • ვალენტინა კიმი, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე;
  • ნატალია ვუტუვა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი (TBC);
  • ბესარიონ ბოხაშვილი, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში.

 

ღონისძიების დრო და თარიღი: 2022 წლის 29-30 სექტემბერი, 10:00 საათი


სამუშაო ენა: ინგლისური
 

იხილეთ კონფერენციის დღის წესრიგი.

 

მსგავსი ღონისძიებები