საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-10-06
თარიღი 11:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, მუზეუმი

6 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.

 

სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2022 წლის 14 სექტემბრის  დადგენილებით, საქართველოსა და უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ეტვოშ ლორანდის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს,  პროფესორ დოქტორ ლასლო ბორის და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ევროპის აკადემიის ყოფილ პრეზიდენტს, პროფესორ სირდ ქლოეთინგს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ. პროფესორი ლასლო ბორი უნგრეთის რექტორთა კონფერენციის პრეზიდენტი და უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრია. უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორი სირდ ქლოთინგი  აკადემია ევროპეას და ასოციაცია COST  ყოფილი პრეზიდენტი; ასევე გახლავთ ევროპის კვლევის საბჭოს (ERC) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.

 

დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ პროფესორი სირდ ქლოეთინგი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ევროპული თანამშრომლობის პერსპექტივები მეცნიერებაში, ინოვაციებსა და პოლიტიკის რჩევებში“. "Perspectives on European cooperation in science, innovation and policy advice".

 

მეორე საჯარო ლექციას კი პროფესორი ევა კონდოროში წაიკითხავს, თემაზე: მცენარეები გარემოსა და მდგრადი მომავლის სასარგებლოდ“. პროფესორი კონდოროში (მცენარეთა ბიოლოგიის ინსტიტუტის  დირექტორია კვლევის მიმართულებით, ასევე უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ბრწყინვალების ცენტრის, ევროკომისიის მთავარი სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფის და აკადემია ევროპეას წარმომადგენელი და ევროპის კვლევის საბჭოს (ERC) ) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.

მსგავსი ღონისძიებები