საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-10-11
თარიღი 17:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 115.

11 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ფსიქოლოგ დალი ფარჯანაძის საიუბილეო საღამო გაიმართება.


დალი ფარჯანაძე 1964 წლიდან მუშაობდა თსუ ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრაზე მასწავლებლად, ხოლო 1970 წელს დისერტაციის დაცვის შემდეგ უფროს მასწავლებლად დოცენტის წოდებით. 1984 წლიდან 2002 წლამდე იყო ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის გამგე, ხოლო 1998 წლიდან 2004 წლამდე ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი.

 

სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, „ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალის“ რედაქტორი, გერმანული ჟურნალის „Zeitschrift fur Sozial management”, Bertuch Verlag, Weimar, სარედაქციო საბჭოს წევრი. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 90-იან, რთულ წლებში აკადემიურად მაღალი ხარისხის ჟურნალის გამოცემას და ამით სამეცნიერო მუშაობის მხარდაჭერას.

 

წლების მანძილზე აქტიურად იყო ჩართული ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის ფსიქლოგიის ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის თანამშრომლობაში. ამ თანამშრომლობის პროცესში ჩატარდა რამდენიმე ქართულ-გერმანული სემინარი სკოლის ფსიქოლოგიის, ფსიქოთერაპიული მეთოდებისა და უნივერსიტეტში სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის შესახებ.

 

დალი ფარჯანაძეს გამოქვეყნებული აქვს მეხსიერების ფსიქოლოგიის საკითხებზე 60-მდე ნაშრომი, მათ შორის ერთი მონოგრაფია და სალექციო კურსები კოგნიტურ და პიროვნების ფსიქოლოგიაში. მისი კვლევები მეხსიერების სხვადასხვა ფორმებისა და განწყობის ურთიერთმიმართების შესახებ, უნიკალურია.მას აქვს მიღებული რამდენიმე სასწავლო და სამეცნიერო გრანტი. დალი ფარჯანაძე დღემდე კითხულობს სხვადასხვა სალექციო კურსს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

 

ღონისძიების ერთ-ერთი ნაწილი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალური ელექტრონული სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალის „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“  ახალი, მესამე, გამოცემის წარდგენა იქნება.

 

„ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“ თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალური ელექტრონული სტუდენტური ჟურნალია, რომელიც ეძღვნება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა სფეროს აქტუალურ სამეცნიერო პრობლემებს. ჟურნალი განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის.

 

 

მსგავსი ღონისძიებები