საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-10-23
თარიღი 17:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მეორე სართული, უნივერსიტეტის მუზეუმი

23 ოქტომბერს, 17:00 საათზე თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი საქართველოში საბერძნეთის საელჩოსთან და საერთაშორისო ფესტივალ "GIFT"-თან თანამშრომლობით გამართავს შეხვედრას ცნობილ ბერძენ მწერალთან დიმიტრის დიმიტრიადისთან. 

 

დიმიტრის დიმიტრიადისი არის თანამედროვე საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალი, დრამატურგი და მთარგმნელი, არაერთი ლიტერატურული და სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი, შექსპირის, მოლიერის, ბალზაკის, ჟან-პოლ სარტრის, სამუელ ბეკეტის, მორის მეტერლინკის და სხვათა ბერძნულად მთარგმნელი. დიმიტრის დიმიტრიადისის პიესები წარმატებით იდგმება მსოფლიოს ბევრ პრესტიჟულ სცენაზე. მისი საკულტო ნაწარმოები "ვკვდები როგორც ქვეყანა" ქართულად ითარგმნა და გამოიცა მწერალთა სახლის ხელშეწყობით (მთარგმნელი: თათია მთვარელიძე).

 

შეხვედრა  „დიმიტრის დიმიტრიადისი - კულტურათაშორისი დიალოგი“ წარიმართება ბერძნულად და პარალელურად ითარგმნება ქართულად. 

მსგავსი ღონისძიებები